ალექსანდრე ჯეჯელავა: ახალი სკოლების მშენებლობის გარეშე ვერ „გავძვრებით“

“ახალი სკოლების მშენებლობის გარეშე ვერ „გავძვრებით“, ლამის ჰარვარდზე ძნელი გახდა გლდანში ბავშვის სკოლაში მოხვედრა“, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრმა ზოგად განათლებაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
”მოსახლეობის ბოლო აღწერის შედეგად გამოჩნდა, რომ თბილისი რაოდენობრივად იზრდება და რეგიონები მცირდება. გარდა იმისა, რომ შობადობა გაზრდილია, სოფლიდან ქალაქისკენ და კონკრეტულად, რეგიონებიდან თბილისისკენ მოძრაობა გაზრდილია. სკოლის მოსწავლეების რაოდენობა შეიძლება, პირობითად, შემცირდეს საჩხერეში, ჩოხატაურში და გაიზარდოს თბილისში. ყველაზე სწრაფად იზრდება გლდანი, მუხიანი, ვარკეთილი, დიდი დიღომი, სადაც არის დიდი უბნები, რადგან იქ შედარებით ხელმისაწვდომია საცხოვრებელი ფართი. რაოდენობა იზრდება საბურთალოზეც და სხვა უბნებშიც, მაგრამ ყველაზე მეტად იზრდება გლდანში. მოკლედ, ჰარვარდზე ძნელი გახდა გლდანში ბავშვის სკოლაში მოხვედრა, ლამის მართლა. როდესაც 9:00 საათზე რეგისტრაცია იხსნება, 5-10 წუთში მთავრდება. არის სკოლები, სადაც ადგილები არის, მაგრამ მუხიანში მცხოვრებ ოჯახს ვერ ეტყვი, მოდი, აგერ მშვენიერი სკოლა არის ნაძალადევში და იქ ატარე ბავშვი, ან სხვა მიმართულებით. მოკლედ, ახალი სკოლების მშენებლობის გარეშე ვერ „გავძვრებით”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის განმარტებით, პროცესი დაწყებულია, 10-ზე მეტი სკოლის მშენებლობა დასრულდა და მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა. ამავე კონტექსტში განათლების მინისტრმა რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესში ამერიკელების დახმარებაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები