ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ

ცნობილი მსახიობებისა და კინორეჟისორების შეხვედრა მოსახლეობასთან, დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში შედგა.
ზაზა პაპუაშვილმა, გოგი ქავთარაძემ, გია ჯაფარიძემ, აკაკი მესალბიშვილმა, ნანა ხურითმა ადგილობრივებთან ერთად იმ რეფორმებზე ისაუბრეს, რაც 4 წლის მანძილზე ქვეყანაში გატარდა. გოგი ქავთარაძემ შეკრებილებს ის დემოგრაფიული პროგრამა შეახსენა, რომელიც , მსახიობის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და რომელიც დიმიტრი ხუნდაძის სახელს უკავშირდება.
შეხვედრაზე ჯანდაცვის და დემოგრაფიის პროგრამებზე ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მსახიობმა გია ჯაფარიძემ. მისი თქმით, ამ დემოგრაფიული პროგრამების განხორციელების შემდეგ ონში შობადობა გასამმაგდა.
დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაწეულ დახმარებასა და სამუშაოზე ისაუბრეს მისაქციელის მცხოვრებლებმაც. მოსახლეობას სიტყვით მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში, მცხეთაში და კონკრეტულად მისაქციელში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას მისაქციელში ასობით ადამიანი ესწრებოდ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები