ოთარ დანელიამ მოსახლეობათან ერთად “ჭყონდიდლობა”იზეიმა

მარტვილში, ,,ჭყონდიდლობის“ დღესასწაულზე, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცესის, გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ოთარ დანელია მეუღლესთან, მერი ჩიქობავასთან ერთად მივიდა, პატივი მიაგო გიორგი ჭყონდიდელის ხსოვნას და ,,ჭყონდიდლობის“ დღესასწაულის ფარგლებში გამართულ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო. საზეიმო ლიტურგია მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა პეტრემ(ცაავა) აღავლინა და კერძო სკოლაში „სხივი“ მშენებარე წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა.
ღონისძიებას წმინდა სინოდის წევრები, მეცნიერები, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები