პრეზიდენტი: დღეს, უნდა ენახათ ის, რა ძალაც და შემართებაც, გაუტეხელობაც არის ქართველ ჯარისკაცში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო და გამარჯვებული გუნდი თბილისის „თბილისი” დააჯილდოვა.
„როდესაც ქართული ჯარის აღმშენებლობაზე ვმუშაობთ და სამხედრო წვრთნებს ვატარებთ, ძალიან ყურადღებით გვაკვირდებიან არაკეთილმოსურნეები.
ვფიქრობ, რომ იმ წვრთნებზე დაკვირვებას ნაკლები აზრი აქვს – დღეს, უნდა ენახათ ის, რა ძალაც და შემართებაც, გაუტეხელობაც არის ქართველ ჯარისკაცში.
აზრი აღარ აქვს წვრთნებზე დაკვირვებას – ჩვენი სული უტეხია და ამ ქვეყანას, რომელსაც ჰყავს ესეთი ჯარისკაცები ვერავინ ვერსადროს ვერ დაამარცხებს და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, რაც დღეს აჩვენეთ საზოგადოებას და რაც დღეს გვაჩვენეთ ყველას ჩვენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა ჯილდოს გადაცემის შემდეგ.
აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირში მონაწილეობას ამპუტანტი ფეხბურთელების 6 გუნდი იღებდა.
მატჩს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ვეტერანები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები