განმუხურში უნიკალური სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის აშენება იგეგმება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, განმუხურში უნიკალური სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა იწყება.
ექსპრემიერმა ქვემო ქართლში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ განმუხურში უნიკალური სასტუმროს მშენებლობა დღეს დაიწყება.
სასტუმროს მშენებლობას, რომელიც გამყოფ ზოლთან იქნება, თანაინვესტირების ფონდი დააფინანსებს. სასტუმროს უკან კი ფონდი “ქართუს” დაფინანსებით ბოტანიკური ბაღიც აშენდება.
“აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი “ქართუ” დააფინანსებს. ბოტანიკური ბაღის იდეა იყო ჩემი. უკანა ზოლი არ არის გამწვანებული. გამიჩნდა იდეა, იქ ბოტანიკური ბაღი ამეშენებინა, რეკრეაციული ზონაა და კოლხური ჯიშის ბევრ მცენარეს გადავარჩენთ, რაც გადაშენების პირასაა. ამასთანავე, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვიტანთ უნიკალურ მცენარეებსაც და კარგი ბოტანიკური ბაღი აშენდება”,- განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები