ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყო

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვდრების მეორე ეტაპი დაიწყო.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეორე ეტაპის შეხვედრის ფარგლებში კანდიდატი ფარცხანაყანებში ამომრჩეველს შეხვდა.
„დღევანდელი შეხვედრის საუბრის თემა იყო ის მთავარი დანაპირები, რომელიც არის ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. მათ შორის ვისაუბრეთ საპენსიო რეფორმაზე, სახელმწიფო პროგრამის „ცხოვრება გრძელდება“ ამოქმედებაზე. ამ პროგრამის ამოქმედებით პენსიონრებს დასაქმების რეალური შესაძლებლობა გაუჩნდება. მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი იქნება უფრო მაშტაბური და უფრო საინტერესო“, – ამბობს ცოტნე ზურაბიანი
ცოტნე ზურაბიანმა პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ 2 კვირა მოსახლეობასთან შეხვედრები შეაჩერა და 2 კამპანია „ინფრომიარებული ამომრჩეველი“ და „წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი“ დაიწყო. კამპანიების ფარგლებში ყოველდღე რამდენიმე შეხვედრა იმართებოდა. მათ შორის ჩატარდა ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრა და კარდაკარის პრინციპით ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა. გარდა ამისა კანდიდატი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან მართავდა შეხვედრებს, მათ შორის იყო შეხვედრა მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან, ექიმებთან, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები