არჩილ თალაკვაძე: 2 კვირა დარჩა გამარჯვებამდე და ერთად შევუდგებით ქალაქის სწრაფ განვითარებას

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.
როგორც “კვირას” პარტიიდან აცნობეს, დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განვახორციელებთ ისეთ პრიორიტეტულ პროექტებს, რომელიც იქნება ეკონომიკურ ზრდასა და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანის ცხოვრება კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები