საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მათი ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +20, +25° იქნება.
„28 სექტემბრიდან საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან დაიწყება ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გაწვიმდება, მაღალ მთაში ზოგან მოთოვს, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
უამინდობა შენარჩუნდება 1 ოქტომბრამდე. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით +15, +20°-ის ფარგლებში იქნება“, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ცნობით, 1–2 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები