ნოდარ ხადური „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლების პროტესტს ეხმაურება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლების პროტესტს ეხმაურება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, “უნივერსიტეტი უნდა იყოს დეპოლიტიზებული”.
„მგონია, რომ ღია კარის მტვრევაა. არავის უთქვამს, რომ განათლების რეფორმა არ გვინდა, არავის უთქვამს, რომ უნივერსიტეტს ავტონომია არ უნდა ჰქონდეს, უნივერსიტეტი უნდა იყოს დეპოლიტიზებული. 25 წლის წინ გავხდი სტუდენტი და 25 წელია პირადად ვიბრძვი იმისთვის, რომ უნივერსიტეტი იყოს დეპოლიტიზებული და დამოუკიდებელი. ამ პროცესში ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული“, – განაცხადა ხადურმა.
მისი თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტები უნდა იყვნენ ჩაბმული იმ პროცესში, რასაც თსუ-ს პრესტიჟის ამაღლება და განათლების მიღება ჰქვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები