„საზოგადოება 2030“-ის ხელმძღვანელი: უნივერსიტეტის სტუდენტებს თავშეკავებულობისკენ მოვუწოდებ

„საზოგადოება 2030“-ის ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მამულაშვილი თსუ-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, აუცილებელია კონსტრუქციული მიდგომა.

„მოვუწოდებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მაქსიმალური სიმშვიდისკენ. პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს. რა თქმა უნდა, სტუდენტებს, ისევე როგორც თითოეულ მოქალაქეს, აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება, ეს ნორმალურია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია კონსტრუქციული მიდგომა – შეხვედრები და დიალოგი, რათა არ წარმოიქმნას გაუგებრობა. არ შეიძლება აჩქარება და გადაწყვეტილებების ემოციურ ფონზე მიღება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარე ძალების უხეში ჩარევა. ვიზიარებ სტუდენტების კითხვებს, რომელთაც პასუხები უნდა გაეცეს. დიდ პატივისცემას ვაფიქსირებ ყველა იმ სტუდენტის მიმართ, რომლებიც ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გააჯანსაღონ ვითარება უნივერსიტეტში.

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ უნივერსიტეტის სტუდენტებს თავშეკავებულობისაკენ, რათა ყოველივე ეს არ გადაიზარდოს უმართავ პროცესში. ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტი ერთი ორგანიზმია და აქ არ არსებობენ მხარეები. ვფიქრობ, ყველამ უნდა იმოქმედოს უნივერსიტეტის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში ყველა საკითხი უნივერსიტეტის სასარგებლოდ გადაწყდება. ყურადღებით მივადევნებ თვალს პროცესებს“, – აღნიშნულია მამულაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები