საკრებულოს წევრები “საგურამოჰესის” გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი და საკრებულოს წევრები ახალი ჰიდროელექტროსადგურის, “საგურამოჰესი” გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ.

საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში გაიმართა, კომპანიის “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ” დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს ახალი ჰესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
გიორგი ცხადაძის ინფორმაციით, ახალი ჰოდროელექტროსადგური ულტრათანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და ავსტრიული დანადგარებითაა აღჭურვილი.
მისივე თქმით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება-32 მლნ. კვტ/სთ-ია, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების გარანტიაა.
მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა და ჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიება, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები, თბილისის მერი დავით ნარმანია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ლენტის გაჭრის საზეიმო ცერემონიალით დასრულდა, რის შემდეგაც მოწვეულმა სტუმრებმა ახალი ჰიდროელექტროსადგურის ნაგებობა პირადად დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები