სამართალდამცველებმა კახეთში დაკარგული 2 მოზარდი იპოვეს

სამართალდამცველებმა შუამთის მიმდებარე ტერიტორიიდან დაკარგული მოზარდები იპოვეს. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე გოგონა თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათია შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე ორ მოზარდ გოგონას ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები არიან და კახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები