გიორგი კვირიკაშვილი: აღმაშენებლის გამზირზე უძრავი ქონების ფასი გახუთმაგებულია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნა მიულოცა. პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველი ეტაპი უპრეცედენტოდ მოკლე დროში დასრულდა და პრაქტიკულად, შვიდი თვის განმავლობაში შესრულდა უზარმაზარი სამუშაო.
„მინდა მივულოცო ყველას ამ ულამაზესი ისტორიული უბნის აღდგენა. უპრეცედენტოდ მოკლე დროში დასრულდა პირველი ეტაპი და პრაქტიკულად, შვიდი თვის განმავლობაში შესრულდა უზარმაზარი სამუშაო. აღდგენილია ქუჩა, რომელიც პრაქტიკურად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მთლიანად აღდგენილია არა მარტო გარეგნული იერ-სახე, ასევე აღდგენილია სადარბაზოები, მათ შორის, კედლის მოხატულობა, ეზოები, კომუნიკაციები მთლიანად არის განახლებული,ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპი გულისხმობს საფეხმავლო მარშრუტების აღდგენას, ასევე მე-19 საუკუნის ბაღების აღდგენას “, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, აღმაშენებლის გამზირზე უძრავი ქონების ფასი გახუთმაგებულია.
„უძრავი ქონების ფასი არის გახუთმაგებული. უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება ეს ადგილი ტურისტებისთვის, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უბანი თბილისში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები