ბიძინა გეგიძე კეკელიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ვაკის მე-2 ოლქის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბიძინა გეგიძე კეკელიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები და სურვილები მოისმინა, ვაკის რაიონში განსახორციელებელ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ქვეყნისათვის ხელმისაწვდომობა და ღია მმართველობა, რაც ხელისუფლების დიდი მონაპოვარია.
ბიძინა გეგიძემ ყურადღება გაამახვილა სტრუქტურულ რეფორმებზე სხვადასხვა მიმართულებით და მოსახლეობას მოუწოდა მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესებში და მივიდნენ არჩევნებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები