ნინო წილოსანი ლანჩხუთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ლანჩხუთის გამგებელ ზაზა ურუშაძესა და პარლამენტარ ბიძინა გუჯაბიძესთან ერთად საბავშვო ბაღების თანამშრომლებს შეხვდა.
“ჩემს ოჯახს ქველმოქმედება ახლა, წინასაარჩევნოდ, არ დაუწყია – რაც მახსოვს, ეს ჩვენი მოწოდებაა. ვამაყობ, რომ მამაჩემი არასდროს ყოფილა ჩინოსანი და ქველმოქმედებაში პირად ფულს ვხარჯავთ. ახლა მე მეძლევა შანსი, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდანაც შევძლო ჩემი გურულების დახმარება. ახლა მე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, რომ მერე ოთხი წლის მანძილზე ერთად ვიბრძოლოთ და ვიღვაწოთ გურიისთვის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობილია, რომ ნინო წილოსანის ოჯახის საქველმოქმედო ფონდ “წილოსანის” პრიორიტეტი სწორედ საბავშვო ბაღების დახმარებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები