იოსებ მაკრახიძე წმინდაწყლისა და ჭალის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე წმინდაწყლისა და ჭალის დასახლებებში მცხოვრებლებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ინფრასტრუქტურულ და სოციალური დაცვის პროგრამაზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
„ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა. სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2012 წლის შემდეგ 62,1%-ით, 1,4 მილიარდიდან 2,3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, გაორმაგდა სოციალური დახმარების ბიუჯეტი და სოციალური დახმარების ოდენობა. შეიქმნა სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების ახალი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია, გაუმჯობესდა სოციალური სახლების მდგომარეობა; მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის მცირე ზომის ბავშვთა სახლები ამოქმედდა“,-აღნიშნა მაკრახიძემ.
როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, კიდევ უფრო დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა; დაინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში ღირსეული ცხოვრების პირობებს შექმნის. იოსებ მაკრახიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ახალ სახელმწიფო პროგრამაზეც – „ცხოვრება გრძელდება“, რაც იმ კომპანიებისთვის, რომელებიც საპენსიო ასაკის კვალიფიციური პირებს დაასაქმებენ, შეღავათების დაწესებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები