ქობულეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა – რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ქობულეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერული პროცესები გააქტიურდა. დაზიანდა შიდასასოფლო გზები, ასევე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩამოწვა მეწყერი. ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად ალამბარსა და სოფელ ქობულეთში დაზიანებული გზები და საცხოვრებელი სახლები დაათვალიერა.
როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება აქტიურად მიმდინარეობს. ინტენსიურად იწმინდება სასოფლო გზები. სტიქიის შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები