თბილისში ხვალიდან გამოიდარებს

თბილისში, ხვალიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 21-26 გრადუსი იქნება – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს რემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით, თბილისის ზოგ რაიონში დროთა განმავლობაში დასავლეთის ქარი დაუბერავს. გვაზავას ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქში, 28 სექტემბრამდე კარგი ამინდები შენარჩუნდება, მომდევნო დღეებში კი კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელია.
მისივე თქმით, თბილისში უხვი ნალექი თვის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ თბილისში, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში ძლიერად წვიმდა. სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, სვანიძის ქუჩაზე ნალექების რაოდენობამ 23 მმ შეადგინა, ბაგების ხევში – 18 მმ, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე -31 მმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები