ბიძინა გეგიძე: ჩვენ ყველა უნდა ვენდოთ ერთმანეთს და ერთად უნდა დავდგეთ „ქართული ოცნების“ გვერდით

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ვაკის მე-2 ოლქის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბიძინა გეგიძე მცხეთის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე ისაუბრა, ყურადღება  განათლებისა და ჯანდაცვის რეფორმებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების განვითარება ქვეყნისთვის აუცილებელია. ბიძინა გეგიძემ ისაუბრა შეღავათებზეც ბიზნესმენებისთვის, რაც, მისი აზრით, ეკონომიკას განავითარებს და  ლარის კურსის სტაბილურობაზე დადებითად იმოქმედებს. პენსიონერებისთვის ბიძინა გეგიძემ მოსახლეობას  პროგრამები – „ცხოვრება გრძელდება” და „დაგროვების სისტემა”გააცნო.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მჭიდრო და მუდმივი ურთიერთობა მოსახლეობასთან. მისი თქმით, ყველა გაკეთებული საქმე ხარისხიანი და გრძელ ვადაზე ორიენტირებული უნდა იყოს.

„ჩვენ ყველა უნდა ვენდოთ ერთმანეთს და ერთად უნდა დავდგეთ „ქართული ოცნების” გვერდით”, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები