ირაკლი პეტრიაშვილმა, პროფკავშირებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა

ვაზისუბნის და მე-8 ლეგიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი პეტრიაშვილმა, პროფკავშირების გაერთიანებასთან და ხარაგაულის სოფელ ზვარეს მონაკვეთზე სარკინიზო ხაზის მშენებლობაზე მომუშავე პერსონალთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა.
ირაკლი პეტრიაშვილი, პროფკავშირებთან ერთად რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. პროფკავშირები და მუშები პრეტენზიას იმ ჩინურ კომპანიას უყენებენ, რომელიც ზვარეს მონაკვეთზე სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახორციელებს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ჩინური კომპანია უხეშად არღვევს, როგორც მათ შრომის უფლებებს, ასევე რეგიონის ეკოსისტემასაც აბინძურებს. მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტროსთან, რკინიგზის მშენებლობაზე მომუშავე პერსონალის შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დღესაც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები