ჟურნალისტთან დაპირისპირების გამო წნორის რწმუნებული თანამდებობას ტოვებს

წნორის რწმუნებული თამაზ მათეშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის საგანგებო განცხადებაში წერს.
„მინდა, ბოდიში მოგიხადოთ გუშინდელი ინციდენტისთვის. მე, როგორც საჯარო მოხელეს, მქონდა თმენის ვალდებულება. ვაცნობიერებ რა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, ნებისმიერი საჯარო პირი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მედიის საქმიანობას. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ჟურნალისტს და საზოგადოებას“, – აცხადებს თამაზ მათეშვილი.
შეგახსენებთ, რომ წნორის რწმუნებულსა და ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს შორის გუშინ წნორში დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები