თბილისის მოსახლეობის ნაწილს 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონს 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი გეგმიური სამუშაოებია.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ლიბანის, კუიბიშევის, ბარალეთის, სარაჯიშვილის, ანდრონიკაშვილის და ულიანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
დღეს 24 სექტემბერს ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების და თორნიკე ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები