პეკინიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი განხორციელდა – ფოტოკოლაჟი (ვიდეო)

 „China Southern Airlines“ -მა პეკინი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა.
ჩინური ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს, ბოინგ B737-B738 და B752 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს. პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა ქალაქ ურუმჩის გავლით განხორციელდება.

პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანია “ ტავ ჯორჯიამ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებას, ჩინეთის ელჩი საქართველოში, “China Southern Airlines”-ის, საქაერონავიგაციის, აეროპორტების გაერთიანებისა და „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე ირაკლი ჩოგოვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი და სხვა სტუმრები დაესწრნენ.14454594_1285504541473528_1449592348_n
მათ ახალი მიმართულების ამოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს,რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას.

გადაწყვეტილება ჩინეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის საავიაციო მიმოსვლის დაწყების შესახებ ავიაკომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან მოლაპარაკებების შედეგად მიიღო. კონსულტაციებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
როგორც “კვირასთან“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გურამ ჯალაღონიამ განაცხადა, უმნიშვნელოვანესია ის, რომ ისეთი დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, როგორიც ჩინეთია საქართველოში პირდაპირ რეისს განახორციელებს.
“დღეს ისტორიაში პირველად ხდება ის,რომ ორი უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნებს შორის, როგორიც არის ჩინეთი და საქართველო, დაიწყო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, სტარტი ძალიან კარგია და დიდი იმედი მაქვს, რომ რეისი იქნება მუდმივად დატვირთუ14445537_1285504471473535_1078543642_nლი . რეისების საჭიროება დასტურია იმისა, რომ ეს ორი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს. ჩინეთი ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაა და ძალიან მიხარია, რომ ისინი ასეთ დაინტერესებას ხედავენ საქართველოში. მე ვიყავი მიწვეული ჩინეთში მიმდინარე წლის ივნისში, ხელმძღვანელობითი დელეგაცია ჩავიდა იქ, ჩავატარეთ პრეზენტაცია, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შემდეგ კიდევ ვიყავით მიწვეულები, როგორც ერთ-ერთი მოწინავე საავიაციო ქვეყანა, ურუმჩიში გახლდით, სადაც გაიმართა კონფერენცია ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. ჩვენ, როგორც არაცენტრალური აზიის ქვეყანა, მიგვიწვიეს იმ დამსახურების გამო, რომ ბევრ წარმატებას მივაღწიეთ ბოლო ხანებში ამ მიმართულებით “, – აღნიშნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ირაკლი ჩოგოვაძის თქმით, მსგავსი რეისები ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისთვის. მისი თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა მეტი ჩინელი ტურისტი დააინტერესოს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობით.

“საქართველოში ტ14445664_1285504548140194_384205640_nურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია პირდაპირი ავიარეისების გაზრდა ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პეკინი-თბილისის რეისის დანიშვნა, რამეთუ ჩინეთის ბაზარი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსოფლიოში და ჩვენ – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია – გავაორმაგებთ მარკეტინგულ აქტივობას იმისათვის, რომ უკვე გაზრდილი სიხშირეებისა და გაზრდილი პირდაპირი რეისების ფონზე, მეტი ჩინელი ტურისტი დავაინტერესოთ საქართველოში მოგზაურობით. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მთავრობის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად საქართველოში ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა გრძელდება და ჩვენ ამ მიმართულებას მომავალშიც ძალიან დიდ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ“, – განაცხადა ირაკლი ჩოგოვაძემ.
„China Southern Airlines“-ის თბილისის ოფისის გენერალური მენეჯერის, იაო ხუან მინის თქმით, “China Southern Airlines” ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს შემოვიდა. „China Southern Airlines“-ის თბილისის ოფისის გენერალური მენეჯერი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული რეისის შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა.
„ამ დრომდე „China Southern Airlines“-ი ავიარეისებს თბილისი – ურუმჩი – ლანჟოუს მიმართულებით ასრულებდა. ეტაპობრივად ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა და ამისი დასტურია დღევანდელი დღეც. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ აუცილებლად გაიხსნება ჩინეთის სხვა დიდი ქალაქებიდან მომავალი პირდაპირი რეისები, მაგალითად ისეთი დიდი ქალაქიდან, როგორიც არის შანხაი. ქართველი ხალხი არის ძალიან სტუმართმოყვარე, ჩინელებს ძალიან მოსწონთ საქართველო და მოხარულები ვართ, რომ ამ რეისის გახსნის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ჩინელი გაიცნობს საქართველოს“, – აღნიშნა “China Southern Airlines“-ის თბილისის ოფისის გენერალურმა მენეჯერმა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე იგორ აფციაური იმედოვნებს, რომ საქართველოთი სხვა ჩინური  ავიაკომპანიებიც დაინტერესდებიან.14434942_520040234868831_811465852235510144_o
„ძალიან სასიხარულო დღეა დღეს, ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სავაჭრო ბრუნვას ორ ქვეყანას შორის, ტურისტების ჩამოსვლას საქართველოში, ველოდებით იმასაც,რომ შესაძლოა წლის ბოლოს სავიზო რეჟიმიც მოიხსნას ტურისტებისთვის ჩინეთიდან , რაც ვიზიტორების რიცხვს კიდევ უფრო გაზრდის, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს სხვა ჩინური ავიაკომპანიებიც დაინტერესდებიან საქართველოში ფრენებით“, – განაცხადა აფციაურმა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე გაჩეჩილაძე მოლაპარაკებების პროცესში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეულ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ეს არის შედეგი იმ დიდი მუშაობისა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გასწია ჩინეთთან, აღსანიშნავია, რომ პირველივე რეისზე დაახლოებით 75 მგზავრი ჩამოვიდა პეკინიდან და თბილისიდან 80 ადამიანამდე მიემგზავრება პეკინში. ამ ავიაკომპანიის გარდა, ჩინეთში შევხვდით სამ უმსხვილეს ავიაკომპანიას, დეტალურად გავაცანით ჩვენი საავიაციო ბაზრის მდგომარეობა და არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში სხვა ქალაქებიდანაც განხორციელდეს ფრენები“, – აღნიშნა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ. ჩინური ავიაკომპანია “China Southern Airlines” 1988 წელს დაფუძნდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 35 ქვეყანაში, 193 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

 14469170_10154005303879779_1544896440_n

14463823_1285504571473525_1831637312_n

14463676_1285504458140203_978844422_n

14469282_1285504488140200_758892116_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები