კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლების მონაწილეობით GAU-ში კონფერენცია გაიმართა (ფოტო/ვოდეო)

ქართულ-ამერიკულ უნივესიტეტ GAU-ში, მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში, სამეცნიერო კონფერენცია „კიბერსივრცე – სამართლებრივი გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შორის: თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, ეროვნული უშიშროების საბჭოს და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის წარმომადგენლები.
კონფერენციის მიზანი კიბერსამართლის სფეროში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა და შესაძლო რეკომენდაციების შემუშავება იყო. ღონისძიება სამართლის სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანმა ზაზა რუხაძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდა კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის მოადგილე გიორგი ბესტავაშვილი, რომელმაც საქართველოს კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებზე, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ბიუროს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ბესტავაშვილმა ხაზი გაუსვა MISP-ის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც NATO-ს Smart Defence პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის მიმოცვლას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობს. NATO-ს Smart Defence-ს პროგრამაში საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიურო წარმოადგენს.„რაც შეეხება MISP-ის პროექტს, მიმდინარეობს მუშაობა მემორანდუმზე, რომელსაც უახლოეს დღეებში საქართველოში მოქმედი ყველა კიბერაქტორი მოაწერს ხელს. მემორანდუმის მიზანი მავნე კოდების შემცველი ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობაა. საქართველოში კიბერუსაფრთხოების განვითარების კუთხით ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა ბესტავაშვილმა.


წყარო :http://cyber.kvira.ge/12725/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები