ალექსანდრე ქართველის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა – ფოტოკოლაჟი

 
დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ალექსანდრე ქართველის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც  ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა.
 მე-10 კლასის მოსწავლემ, ანა კაცელაშვილმა შთამბეჭდავად შეასრულა საქართველოს და აშშ-ს ჰიმნები.
განვლილი ღონისძიებების ანგარიშით საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარდგა ალექსანდრე ქართველის საზოგადოების პრეზიდენტი, ლელა ქართველიშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ზაალ სარაჯიშვილი, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, თეონა აქუბარდია, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნუკრი გელაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ ხატიაშვილი, თსუ-ს ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელი, რუსუდან კობახიძე, აშშ-ს ვიცე-კონსული, ქერენ როსი, მკვლევარი გიორგი ქებურია, თსუ-ს ამერიკათმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვასილ კაჭარავა და სხვა საპატიო სტუმრები.
საზოგადოების საპატიო წევრები გახდნენ: დიასპორების მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი, მოქანდაკე ავთანდილ მჭედლიშვილი, ექსპერტი ვახტანგ მაისაია, ინჟინერიის დოქტორი გივი სანაძე, მკვლევარი ნუგზარ გაბროშვილი, პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი, მარი ჩანგიანი.
ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, ალექსანდრე ქართველის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ავიამოდელების გამოფენაში მონაწილეობისათვის ახალგაზრდა ავიამოდელისტებს – ირაკლი ქსოვრელს და დავით ჯანჯღავას გადაეცათ მადლობის სიგელები. ცნობილმა პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა ალექსანდრე ქართველს მიუძღვნა ლექსი.
ღონისძიების დასასრულს, მომღერალმა ნაზი სარჯველაძემ შეასრულა სიმღერა „თეთრი ვარდები“ და  საიუბილეო ტორტი გაიჭრა.
14440949_10208794802761221_7633238220262955553_n 14358785_10208794802721220_2870064147442183182_n 14369868_10208794801681194_6576236117153666842_n 14359160_10208794798841123_5208638087073732116_n 14370051_10208794801801197_5433713006870266263_n 14462871_10208794800041153_3433919329097458892_n 14368879_10208794800081154_4053064859824565312_n 14441060_10208794798201107_4972261812219025260_n 14457530_10208794798561116_553124143351567135_n 14469713_10208794798681119_3038036389370321193_n 14358668_10208794796601067_8063096728529414693_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები