ძლიერი წვიმა დედაქალაქში – რა ხდება თბილისის ქუჩებში (ფოტო)

ძლიერმა წვიმამ თბილისის გარკვეულ უბნებში პრობლემები შექმნა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, თბილისში ძლიერი წვიმის გამო გამოძახებები სამგორის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში დაფიქსირდა.
სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა ძირითადად ამოტუმბვითი სამუშაოები ჩაატარეს.
გამოძახების რაოდენობას სააგენტოში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ.
მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე, მცირე მეწყერის შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია. გმირთა მოედანზე კი შეფერხებულია მოძრაობა.წვიმამ პრობლემები შექმნა მარჯანიშვილზეც. ამ დროისათვის, ელექტროენერგია არ მიეწოდება ისანი-სამგორის რაიონის ზოგიერთ უბანს.
01
14454558_1237760176246473_647822141_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები