გურამ ადამაშვილმა სალექციო კურსი – „როგორ მივაღწიოთ წარმატებას – ადამიანებთან ურთიერთობის ძირითადი მეთოდები“ ჩაატარა

მიმდინარე წლის 21–22 სექტემბერს, სასტუმრო „ვეძისში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა სალექციო კურსი – „როგორ მივაღწიოთ წარმატებას – ადამიანებთან ურთიერთობის ძირითადი მეთოდები“ ჩაატარა.
აღნიშნულმა კურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა სალექციო კურსი გათვლილი იყო მხოლოდ 20 დაინტერესებულ პირზე, რომელთაც რეგისტრაცია წინასწარ გაიარეს.
გურამ ადამაშვილის თქმით, ეს კურსი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სისტემატური ხასიათი ექნება.
მან ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული კურსი მის მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშავდებოდა და მასში ასახულია ადამიანებთან ურთიერთობის, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილებები.
„როგორ მივაღწიოთ წარმატებას – ადამიანებთან ურთიერთობის ძირითადი მეთოდები“ – აღნიშნული კურსი ჩემ მიერ მუშავდებოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და მასში ასახულია ადამიანებთან ურთიერთობის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილებები.
აღნიშნული კურსი შეიქმნა იმ დეფიციტის გამო, რაც დღევანდელ საზოგადოებაში ადამიანებთან ურთიერთობის მხრივ არსებობს.
ხშირად ადამიანებისგან გვესმის ჩივილი, რომ ვერ შოულობენ სამსახურს, მუშაობენ, მაგრამ კარიერულ წარმატებას და აღიარებას ვერ აღწევენ. უმეტესობას აქვს მეგობრების შეძენის პრობლემა, მით უფრო იმ ფონზე, როცა ერთი შეხედვით ეს სოციალური ქსელების პირობებში ძალიან მარტივი უნდა იყოს. სამწუხაროდ, მასობრივად ინგრევა ოჯახები და განცდამ იმისა, რომ ვართ არარეალიზებულნი, შეიძლება გამოუვალ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს და ხელი ჩაგვაქნევინოს ცხოვრებაზე.
ჩემ მიერ შედგენილი 2–დღიანი სალექციო კურსი, „როგორ მივაღწიოთ წარმატებას – ადამიანებთან ურთიერთობის ძირითადი მეთოდები“ – პრაქტიკული მაგალითების ფონზე დაგეხმარებათ:
1. საკუთარი თავის და შესაძლებლობების უკეთ შეცნობაში;
2. ადამიანების თვისებების და ხასიათების შესწავლაში;
3. მეგობრების შეძენაში;
4. კარიერულ წინსვლაში;
5. ოჯახური ბედნიერების მოპოვებაში“,-აცხადებს გურამ ადამაშვილი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე.
ან დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 571 145 145

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები