ნინო წილოსანი: მე ვიქნები თქვენი ხმამაღალი ხმა პარლამენტში

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქში ნინო წილოსანი დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბაღლეფის, ეწრისა და ჯურუყვეთის მოსახლეობას შეხვდა.
შეკრებილები დეპუტატობის კანდიდატს იმ პრობლემებზე ესაუბრნენ, რაც მათ სოფლებს აწუხებს. ნინო წილოსანი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მათი პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს.
“ახლა მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რომ არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე მოვახერხო სოფლის გასაჭირის მიტანა და არსებული საკითხების გადაჭრა, არამედ დეპუტატის მანდატით აღმასრულებელ ხელისუფლებასთანაც ვიშუამდგომლო ამ პრობლემების გადასაჭრელად. მე ვიქნები თქვენი ხმამაღალი ხმა პარლამენტში. გპირდებით, მომავალ ოთხ წელიწადში გურია მაქსიმალურად მიიღებს იმ სიკეთეს და დოვლათს, რაც ჩვენი გუნდის პროგრამაშია”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები