გიორგი ალიბეგაშვილი, დავით ნარმანია და ქეთევან ჯოხაძე კულა გლდანელის სახელობის ჭიდაობის დარბაზის გახსნას დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თბილისის მერთან დავით ნარმანიასა და წარმომადგენლობითი ორგანოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძესთან ერთად სოფელ გლდანში კულა გლდანელის სახელობის ჭიდაობის დარბაზის გაიხსნას დაესწრო.
გიორგი ალიბეგაშვილი გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა, გლდანელებს ჭიდაობის დარბაზის აღდგენა მიულოცა და აღნიშნა, რომ შენობა, რომლის რეაბილიტაცია დედაქალაქის მერიამ 2015 წელს დაიწყო, ათწლეულების მანძილზე მიტოვებული და უფუნქციო იყო. მისივე ინფორმაციით, დარბაზის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.
შენობა თავისი ორიგინალური ფორმითა და კონსტრუქციით ძველი სტილის ნაგებობას წარმოადგენს, სადაც ქართულ ჭიდაობაში სახელგანთქმული ფალავნის – კულა გლდანელის სახელობის სახალხო შეჯიბრებები იმართებოდა.
სპორტულ დარბაზში თავისუფალი და კლასიკური ჭიდაობის, ასევე ძიუდოს შესწავლა მოხდება და სასწავლო ჯგუფებში 8-დან 15 წლამდე ასაკის 100 მოზარდი ჩაირიცხება.
ჭიდაობის დარბაზის გახსნას თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა კობალაძე, სპორტსმენები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები