„მეიქათონი 2016“-მა სტარტი აიღო

ქ. თბილისის მერიის ა(ა)იპ “მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს” მიერ გამოცხადებული იდეების კონკურსის, „მეიქათონის“ ფარგლებში, სულ 165 განაცხადი შევიდა, საიდანაც თხუთმეტი საუკეთესო პროექტი გადაარჩიეს. შერჩეულ იქნა ცხრა ინდივიდუალური და ექვსი გუნდური პროექტი.
23 სექტემბერს, 10:00 საათზე, „მეიქათონის“ მონაწილეებმა პროტოტიპებზე მუშაობა დაიწყეს, სამუშაო პროცესი სამი დღე გაგრძელდება. 25 სექტემბერს 18:00 საათზე, მონაწილეები ნამუშევრებს ჟიურის წარუდგენენ.
28 სექტემბერს „მეიქათონში“ მონაწილე თხუთმეტი პროექტის გამოფენა გაიმართება, სამ გამარჯვებულს სპონსორები სპეციალურ პრიზებს გადასცემენ.
პირველი ადგილის მფლობელს კომპანია „ფრეგო“- 2000 ლარით დააჯილდოებს.
მეორე ადგილზე გასულ პროექტს კომპანია „იზი სოფთი“ ერთთვიანი სერტიფიცირებული კურსით – FUSION 360, ასევე, FAB LAB – ბიზნეს ინკუბატორის 500-ლარიანი ვაუჩერით დაასაჩუქრებს.
მესამე ადგილის მფლობელს კი „ HP“ პროფესიონალური სერიის მონიტორები Z24i IPS გადაეცემა.
გამოფენა ს და დაჯილდოებას სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ უმასპინძლებს.
კომპანია „ფრეგო“ ყოველთვის მიესალმება და მხარში უდგას ინოვაციურ და კრეატიულ ინიციატივებს. ამ ეტაპზეც იგი აქტიურად უჭერს მხარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ პროექტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები