გორში ავარიის დროს დაშავებული მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

გუშინ გორში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 14 წლის მოზარდი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „კვირას“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. იგი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
შემთხვევა გუშინ გორში, ქალაქის ცენტრში მოხდა. ქვეითად მოსიარულე მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები