თათია ბახტურიძე: საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი, რომელმაც შეიწირა სულხან მოლაშვილი

 

1 ოქტომბერს, კინოთეატრ „ამირანში“ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები აქციას გამართავენ. ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მეუღლემ, თათია ბახტურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„შეკრების მიზანია, ხალხს კიდევ ერთხელ გავახსენოთ და ვუთხრათ, რომ სულხან მოლაშვილი შეიწირა სააკაშვილის პირსისხლიანმა რეჟიმმა. დავგეგმეთ, რომ პირველ ოქტომბერს შევიკრიბოთ კინოთეატრ „ამირანში” და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი, რომელმაც შეიწირა სულხან მოლაშვილი”,- აღნიშნა თათია ბახტურიძემ.
მისივე თქმით, აქცია ამ ეტაპზე ერთჯერადი ხასიათის იქნება. სულხან მოლაშვილის ოჯახმა დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც აქციის მნიშვნელობაზეა საუბარი.
“მივმართავთ სულხან მოლაშვილის პეტიციაზე ხელმომწერებს – პირველ რიგში, დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას სულხანისა და ჩვენი ოჯახის მხარდაჭერისთვის. გვსურს, აღნიშნულ მიმართვაში თქვენი ყურადღება ორ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილოთ, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, ორივე საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. პირველი – აუცილებლად უნდა დაისაჯოს სულხანის საქმეში მონაწილე ყველა დამნაშავე. ხოლო მეორე საკითხი ეხება ისეთ თემას, რომელიც ყველაზე პრინციპულია ჩვენთვის – ძალადობა, რომელიც ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, არ უნდა იყოს დავიწყებული, ამიტომ გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ ის სისასტიკე, რითაც იმართებოდა ჩვენი ქვეყანა, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა საკუთარ თავზე გამოსცადა. მოგმართავთ პეტიციაზე ხელის მომწერებს, რათა შევიკრიბოთ და დავგეგმოთ ერთჯერადი აქცია, ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლთა პატივის მისაგებად და წამებისა და სისასტიკის დასაგმობად“,-ნათქვამია სულხან მოლაშვილის ოჯახის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები