თსუ-ს რექტორი გია შარვაშიძე გახდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე გახდა. აკადემიური საბჭოს 36 წევრისგან შარვაშიძის კანდიდატურას მხარი 21-მა დაუჭირა.
არჩევნები უნივერსიტეტში 14:00 საათზე დაიწყო და ვადაზე ადრე დასრულდა.
არჩევნებში სამი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ბარამიძე და თსუ-ის პროფესორი ცირა ბარამიძე.
რექტორი 4 წლის ვადით ირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები