თსუ-ში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების პროცესი 14:00 საათზე დაიწყო. მასში აკადემიური საბჭოს წევრები მონაწილეობენ. აკადემიური საბჭო 36 წევრისგანაა დაკომპლექტებული. რექტორის არჩევას 19 წევრის თანხმობა სჭირდება.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დემეტრე ეგნატაშვილის განცხადებით, შედეგები არჩევნების პროცედურის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში გამოცხადდება.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კანდიდატი 19 ხმას ვერ მიიღებს, მაშინ დაინიშნება მეორე ტური, რომელშიც საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. თავმჯდომარის ინფორმაციით, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვინაობა დღესვე გახდება ცნობილი.
არჩევნების პროცესი 16:00 საათზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები