ბექა ნაცვლიშვილი დევნილებს შეხვდა

„12 000-მდე ადამიანს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები, ეს გახდა მათი მუდმივი საკუთრება, მაგრამ იმედი მაქვს, ეს იქნება დროებითი, ვიმედოვნებთ, რომ ისინი შეძლებენ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ნაცვლიშვილმა ისნის რაიონში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურ გეგმაზე, თუ როგორ გავააქტიუროთ შერიგების პროცესი. თუ როგორ გადავდგათ უფრო თამამი ნაბიჯები ამ კუთხით. ეს არ არის ილუზიები, ეს არის ძალიან პრაგმატული კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება დევნილების საკუთრება, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ნაცვლიშვილის თქმით, ისნის რაიონში სოციალური პრობლემები არსებობს. ის მოსახლეობას მათ ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები