სულხან მოლაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ოჯახი საზოგადოებას მიმართავს. მოლაშვილის ოჯახი საზოგადოებას გამოჩენილი მხრადაჭერისთვის მადლობას უხდის და მოლაშვილის პეტიციაზე ხელმომწერებს ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლთა პატივის მისაგებად ერთჯერადი აქციის დაგეგმვისკენ მოუწოდებს.
“მივმართავთ სულხან მოლაშვილის პეტიციაზე ხელმომწერებს. პირველ რიგში, დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას სულხანისა და ჩვენი ოჯახის მხარდაჭერისთვის და გვსურს, აღნიშნულ მიმართვაში, თქვენი ყურადღება ორ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილოთ, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, ორივე საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. პირველი – აუცილებლად უნდა დაისაჯოს სულხანის საქმეში მონაწილე ყველა დამნაშავე, ხოლო მეორე საკითხი ეხება ისეთ თემას, რომელიც ყველაზე პრინციპულია ჩვენთვის – ძალადობა, რომელიც ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, არ უნდა იყოს დავიწყებული, ამიტომ გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ ის სისასტიკე, რითიც იმართებოდა ჩვენი ქვეყანა, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა საკუთარ თავზე გამოსცადა. მოგმართავთ, პეტიციაზე ხელის მომწერებს, რათა შევიკრიბოთ და დავგეგმოთ ერთჯერადი აქცია, ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლთა პატივის მისაგებად და წამებისა და სისასტიკის დასაგმობად”,-ნათქვამია მოლაშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები