ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს ხელი დღეს მოეწერება

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს ხელი დღეს მოეწერება. დიასპორის საკითხში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ამით დასრულდება 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული ქართველ ხალხს დაუბრუნდება.
მათივე ინფორმაციით, 25-წლიანი პროცესის საბოლოო აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, ხოლო ფრანგული მხრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები მოაწერენ ხელს.
ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრიც დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები