თსუ-ში დღეს ახალ რექტორს აირჩევენ

თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტში დღეს ახალ რექტორს აირჩევენ. არჩევნებში რეგისტრირებულია 3 კანდიდატი. უნივერსიტეტის რექტორს აკადემიური საბჭო ხმების უმრავლესობით აირჩევს.
აკადემიური საბჭოს და კანდიდატების შეხვედრა ამ წუთებში იწყება და 13:00 საათამდე გაგრძელდება. 14:00 საათზე, ერთსაათიანი შესვენების შემდეგ კი კენჭისყრა დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც კომისია ხმების დათვლას დაიწყებს.
გადაწყვეტილების მიღებას საბჭოს 19 წევრის თანხმობა სჭირდება. აკადემიური საბჭოს სხდომის შუალედში მედიაბრიფინგი გაიმართება და საზოგადოებას საშუალება ექნება კომისიის შედეგებს გაეცნოს.
17:00 საათზე აკადემიური საბჭო შემაჯამებელ ოქმს წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები