ხვალ ალექსანდრე ქართველის 120 წლის საიუბილე ღონისძიებების გახსნა გაიმართება

ხვალ, 12.00 სთ–ზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოება აწყობს ალექსანდრე ქართველის 120 წლის საიუბილე ღონისძიებების გახსნას.
როგორც “კვირას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, განვლილი ღონისძიებების ანგარიშით მოხსენებას გააკეთებს ალქსანდრე ქართველის საზოგადოების პრეზიდენტი ლელა ქართველიშვილი. მონაწილეობენ: ნუკრი გელაშვილი –საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ზაალ სარაჯიშვილი – დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, თეონა აქუბარდია – საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ნინა ხატისკაცი – ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, აშშ–ს საელჩოს წარმომადგენელი, მარიამ ხატიაშვილი – საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკის დეპარტამენტი, რუსუდან კობახიძე – თსუ–ს ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელი და სხვა სტუმრები. მოხდება საპატიო წევრების წარდგენა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, ალექსანდრე ქართველის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ავიამოდელების გამოფეანაში მონაწილე ახალგაზრდა ავიამოდელისტებისთვის სიგელების გადაცემა. ცნობილი პოეტი თინათინ მღდვლიაშვილი ალექსანდრე ქართველს მიუძღვნის ლექსს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები