გელა დუმბაძე ლევილში გაემგზავრა, სადაც მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს მოაწერს ხელს

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც 23 სექტემბერს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს მოაწერს ხელს, რითაც დასრულდება 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდება.
როგორც „კვირას“ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, 25-წლიანი პროცესის საბოლოო აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – გელა დუმბაძე, ხოლო ფრანგული მხარიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები მოაწერენ ხელს.
ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში – ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში – გოჩა ჯავახიშვილი, ქალაქ ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები