დავით ნარმანია დღევანდელ აქციას შეუერთდა და სამსახურში ავტომანქანის გარეშე მივიდა

აქციას “დღე მანქანის გარეშე“ თბილისის მერი დავით ნარმანია შეუერთდა და სამსახურში ავტომანქანის გარეშე მივიდა. 22 სექტემბრის აქციაში თბილისის მერიის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია სიამოვნებით ერთვება აქციაში, რომელიც ქალაქის ეკოლოგიასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე ზრუნვას გულისხმობს. მისი თქმით, დღეს ტრანსპორტი შედარებით შემცირებულია, რაც აქციას ამართლებს და მისი შემდგომ წლებში ჩატარების საჭიროებასაც უსვამს ხაზს.
თბილისში მსოფლიოს მრავალი ქალაქის აქცია „დღე მანქანის გარეშე“ 22 სექტემბერს პირველად აღინიშნება.
დატოვეთ საკუთარი ავტომობილები სახლში ერთი დღით, იარეთ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რათა ხელი შეუწყოთ დედაქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნას – ეს არის აქციის მთავარი გზავნილი, რომელიც მრავალი წელია მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში იმართება. ავტომობილის გარეშე დღის გატარების ტრადიციას საფუძველი 1997 წელს ინგლისში ჩაეყარა. ერთი წლის შემდეგ ინიციატივას საფრანგეთი შეუერთდა. წელს ეს დღე ყველაზე მასშტაბურად აღინიშნება – მას 51 ქვეყანა და 2 ათასზე მეტი ქალაქი უერთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები