სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის მიზანი ქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.

საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მეცხოველეობისა და მემცენარეობის მიმართულებით ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ გამოცემულ 35-მდე სახეობის გზამკვლევს გასცნობოდა. კვლევითი ცენტრის საგამოფენო სივრცეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა სტუმრობდა, რომელსაც ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა აგრარული მეცნიერების მიმართულებით საჯარო ლექციები ჩაატარეს, სადაც დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა. ფესტივალი გასვლითი ღონისძიებებით დაიხურება, რომლის ფარგლებშიც, სკოლის მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები ჯიღაურასა და წილკანში ცენტრის მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზას ესტუმრებიან.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრადიციას უყრის საფუძველს, რომლის მიხედვითაც, თბილისი მსოფლიოს იმ წამყვან ქალაქებს შეურთდება, რომელთაც ანალოგიური ფესტივალის ჩატარების ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები