პატრიარქი მერაბ ბერძენიშვილის ოჯახს სამძიმრის წერილით მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II  ცნობილი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის ოჯახს სამძიმრის წერილით მიმართავს.
„ბატონი მერაბ ბერძენიშვილი იმ რჩეულ ხელოვანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც ქართული კულტურის ისტორიაში ყოველთვის სამაგალითო ადგილი ექნებათ დამკვიდრებული, რადგან მათ ის სულისკვეთება, ის იდეები წარმოაჩინეს, რაც ერის გულისთქმას, მის ფასეულობას წარმოადგენდა და წარმოადგენს.
ბატონი მერაბის შემოქმედება მისი სულის სარკეა და იგი უდიდესი შინაგანი ძალითა და სიყვარულით, სითბოთი და ღრმა აზროვნებითაა გამორჩეული;
ასეთი იყო თვითონაც ეს ღირსეული პიროვნება და ქვეყნის ერთგული შვილი;
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ურყევი რწმენა იმისა, რომ გარდაცვალება არის მარადიული, ჭეშმარიტი სიცოცხლის დასაწყისი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, – აღნიშნავს პატრიარქი.
პატრიარქის წერილი, საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები