პეკინიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება იწყება

„ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები” ურუმჩის გავლით, პეკინიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს.
ფრენები კვირაში ორჯერ – ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ბოინგ-737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
ახალი მიმართულების გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია” ხვალ, 23 სექტემბერს, 21:00 სთ-ზე, აეროპორტის ტერმინალის შენობაში მიღებას გამართავს.
ურუმჩი-პეკინი-თბილისი, საჰაერო ხაზის პირველი რეისი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 21:45 სთ-ზე დაეშვება. ღონისძიებაში მონაწილეობას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი საავიაციო უწყებების (სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”, შპს „საქაერონავიგაცია”) ხელმძღვანელი პირები, „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების” მესვეურები და სხვა მიწვეული სტუმრები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები