საქართველოში უამინდობა 25 სექტემბრამდე გაგრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 სექტემბერს საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან დაიწყო გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე წვიმს, ზოგან ელჭექით, ქრის დასავლეთის ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში მკვეთრად დაეცა ჰაერის ტემპერატურა. უამინდობა 25 სექტემბრამდე შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით +16, +21° – ის ფარგლებში იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები