ქარბორბალა ფოთში – სტიქიამ სასტუმროს სახურავი მთლიანად გადახადა – ფოტოკოლაჟი

ფოთის მუნიციპალიტეტის დაბა მალთაყვაში რამდენიმეწუთიანმა ქარბორბალამ ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა. სტიქიამ სასტუმრო „გრინ პარკს“ სახურავი მთლიანად გადახადა.
როგორც „კვირას“ ადგილობრივმა განუცხადა, სასტუმროს ნომრები სახურავის გარეშეა დარჩენილი და აწვიმს. მისივე თქმით, ქარბორბალა რამდენიმე წუთი გაგრძელდა. უამინდობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რამდენიმე აბონენტს. ქარმა ხეებიც მოგლიჯა.
ინფორმაცია „კვირას“ ფოთის მერიაშიც დაუდასტურეს. როგორც მერიაში განმარტეს, ადგილზე იმყოფებოდა ფოთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური.
14442676_1172786776098533_549981959_n 14407703_1172786772765200_1315001742_n 14429604_1172786782765199_656295101_n 14409191_1172786779431866_1258435265_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები