„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

როგორც „კვირას“ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” აცნობეს, ენუქიძემ სოფლების – სორის, გადამშის, ჭვებარის, ფარახეთის, შარდომეთის, ჭიბრევის, ბარის, მრავალძალის, ნიგვზნარას, ხურუთის, ლაჩთას, ჭალას, შეუბანის, კომანდელის, ხირხონისის, ქორთას, ქრისტესის, წოლასა და წმენდაურის მცხოვრებლებთან სოფლის განვითარების პროგრამაზე ისაუბრა.
„ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი ყველა სოფლის კეთილმოწყობაა, ჩვენ ვზრუნავთ და კვლავ გავაგრძელებთ ზრუნვას სოფელში მცხოვრებთა პირობების გასაუმჯობესებლად. 2014-2016 წლებში გარე განათება მოეწყო 15 სოფელში. ელექტროფიკაციის პროცესი ონის მუნიციპალიტეტის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დასრულებულია. ოთხ სოფელში – გადამში, ჭვებარში, გონასა და სხიერში, სადაც არასოდეს ყოფილა ელექტროენერგია, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ორ-ორ მოსახლეს დაუმონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოელექტრო პანელები, ეს პროგრამა მომავლშიც გრძელდება“,-განცხადა ენუქიძემ.
გოჩა ენუქიძემ სოფლის მეურნეობის პროგრამაზე, მის მნიშვნელობაზე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.
“2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მმართველმა ძალამ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა და მისი დაფინანსება საგრძნობლად გაზარდა. ონის მუნიციპალიტეტში, 2012 წლიდან დღემდე, შპს „ბლონშტეინ თრადიშენ ენდ ქუალითი საქართველომ“ 19 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. პროექტი მოიცავს ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს 5 შვილობილი ფერმერული მეურნეობა. მშენებლობა მიმდინარეობს 4 სოფელში. სოფელ შარდომეთში შენდება ფერმის ახალი კორპუსი, რომელიც 120 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზეა გათვლილი. დარეგისტრირდა 52 კოოპერატივი, აქედან 13-ს გადაეცა 76 000 ლარის ღირებულების 19 ერთეული მოტობლოკი. მეფუტკრეობის 12 კოოპერატივს კი ფუტკრის 900 სკა. გაიხსნა 6 საოჯახო სასტუმრო. განხორციელდა კვლევები კურორტების – შოვისა და უწერის ტურისტული პოტენციალის შესწავლა-განვითარების მიზნით. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად მიმდინარეობს ონი-უწერისა და უწერა-შოვის გზის 30 კმ.-იანი მონაკვეთის ასფალტირება, რომლის ღირებულება ჯამში 17 977 777 ლარია. განხორციელდა 11 ტურისტული მარშრუტის მარკირება. ეტაპობრივად მიმდინარეობს ისტორიულ ძეგლებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები