სტიქია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში – ძლიერმა ქარმა 20-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. სოფელ ბოხვაურში 20-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძი, რის გამოც 10-მდე ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
პრობლემები შეიქმნა სოფელ ჭანიეთშიც. დატბორილია გზები, თუმცა ადგილზე მუნიციპალური ტექნიკა უკვე მუშაობს.
ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე. გურიაში ამ წუთებშიც გადაუღებლად წვიმს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები