ხათუნა სამნიძე: განათლების სამინისტრომ ბათუმში თურქული სკოლის მუშაობა უნდა შეაჩეროს

„რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე მოითხოვს, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ ბათუმში თურქული სკოლის მუშაობა შეაჩეროს. ხათუნა სამნიძის განცხადებით, თურქული სკოლა საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში უნდა მოექცეს.
“ფაქტია, რომ სკოლა გაიხსნა და მას ესწრებოდნენ თურქეთიდან ოფიციალური პირები. სკოლა ისე გაიხსნა, რომ არ დასრულებულა მოლაპარაკებები საქართველოს განათლების სამინისტროსთან. ასევე, სამინისტროსთვის არ იყო ცნობილი, რომ სკოლის მშენებლობა იყო უკანონო და მერიას მასზე ნებართვა არ გაუცია.
აღნიშნული ადასტურებს, რომ აჭარის განათლების სამინისტრო უყურადღებოდ და უპასუხისმგებლოდ მოეკიდა საკითხს. მოვითხოვთ, სანამ სრულად არ იქნება სკოლა მოქცეული ქართულ კანონმდებლობაში, შეჩერდეს მისი ფუნქციონირება. ჩვენ ვგულშემატკივრობთ სკოლას და იმედია, მალე მოექცევა კანონის ფარგლებში”,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები