„ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო მეტად შეეწყოს ხელი”

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მუხიანი-გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, გლდანის პირველ მიკრორაიონში მომუშავე მცირე მეწარმეები მოინახულა.
ლევან კობერიძე მათ საკუთარი გამოცდილებისა და მომავალი გეგმების შესახებ ესაუბრა.
„ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო მეტად შეეწყოს ხელი მუშაობაში, საერთო დოვლათის შექმნაში. მე ამ საქმეში თქვენ გვერდით ვიდგები. ბიზნესიდან მოვდივარ და ძალიან კარგად მესმის თითოეული თქვენგანის როლი ეკონომიკაში. თქვენ კიდევ უფრო მეტად გჭირდებათ გვერდში დგომა იმისათვის, რომ გაძლიერდეთ და რაც შეიძლება მალე იგრძნოთ კეთილდღეობა, რომელსაც საკუთარი დაუღალავი შრომითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნით“, – განაცხადა კობერიძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატმა მეწარმეებს მთავრობის ეკონომიკური პროგრამა გააცნო და მომავალში თითოეულ მეწარმეს გვერდში დგომას დაჰპირდა.
„ახალი საგადასახადო მოდელი პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებულია და 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა. ძირითადი ცვლილება ეხება მოგების გადასახადის გაუქმებას, რომლის ხარჯზე წლიურად დამატებით ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ჩაიდება ქართულ ეკონომიკაში და ამ საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაციით ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება”, – განაცხადა კობერიძემ.
მისივე თქმით, ასევე უნდა განვავითაროთ და დავხვეწოთ მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამები.
„ჩვენ უკვე შევქმენით „სტარტაპ ჯორჯიას“ ფონდი, რომლის მეშვეობითაც უამრავი ახალი ბიზნესიდეა ფინანსდება. ამ ბიზნესების თუნდაც მცირე ნაწილის წარმატებაც კი ასმაგ, ათასმაგ ეფექტს მოგვცემს ეკონომიკაში. ეს მსოფლიო გამოცდილებაა”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები